logo
ENG



შსს-მ რიკო კრედიტის ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

11 ოქტ 202014:44
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა "რიკო კრედიტის" ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებული თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე, კომპანია "რიკო კრედიტის" შენობაში, დღეს, 11 ოქტომბერს, გამთენიისას შეიჭრა და სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით მოლარე ოპერატორს თანხა მოსთხოვა.

სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პირს 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


close დახურვა